logo
ENG


"ბორჯომის" თანამშრომლებმა პირველი და მეორე ქარხნების სრული პიკეტი დაიწყეს

06 ივნ 202209:19
3 წუთის საკითხავი
clock 282

"IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების სრული პიკეტი დაიწყეს.

გაფიცული თანამშრომლები ქარხნიდან უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ.

ცოტა ხნის წინ, ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო. პოლიციელებმა გაფიცულებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რისთვისაც 15 წუთი მისცეს, თუმცა მუშებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვეს.

ადგილზე როგორც საპატრულო, ასევე დაცვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.

ომისა და სანქციების გამო ბორჯომმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია

ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე, ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ. 

კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა. 


close დახურვა