logo
ENG



ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე 2 კაცი თავს დაესხა

06 ივნ 202212:28
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

დეპუტატი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე მას და დავით ბერძენიშვილს 2 პირი თავს დაესხა. 

დეპუტატის თქმით, მათ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"პრესკონფერენციის შემდეგ, მოვდიოდით ფეხით მე და დათო ბერძენიშვილი და ორი ადამიანი მოვიდა, ჯერ ლაპარაკი დაუწყეს დათოს, შემდეგ გადავიდნენ გინებაზე, შეურაცხყოფაზე და მერე უკვე დედის გინებაზე და ხელით გამოწევაზე.

დათოსაც და მეც ფიზიკურად შეგვეხნენ, მე პირადადაც საშინელი სიტყვებით მომმართეს და, რა თქმა უნდა, ხელის შეხებაც მოხდა. პირდაპირი ძალადობა იყო, მუქარა.

იმხელა აგრესია იყო, ისეთი ძალადობა იყო, რომ პატრულში ვერ დავრეკე, ვერ მოვახერხე, ოღონდ ეს არ იყო ერთ ადგილას - წამოვედით, გამოგვედევნენ მუქარით, ლანძღვით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით", - ამბობს სამნიძე.

ამასთან, დეპუტატი ყვება, რომ თავდამსხმელი პოლიციის თანდასწრებითაც ემუქრებოდა. 

"ველოდები საგამოძიებო სამსახურს. ჯერ როგორც ჩანს მანქანაში ჩასვეს, უნდოდათ წაყვანა და მე ვთქვი, არანაირი გარიდება მეთქი, ესენი უნდა დაისაჯონ. ამის მერე, როდესაც ვთქვი, რომ ესენი უნდა დაისაჯონ მუქარის გამო, ამის მერე, კიდევ პატრულის წინ მემუქრებოდა და ეს უკვე პატრულმაც გაიგო", - ყვება დეპუტატი. 

 


close დახურვა