logo
ENG



იუკნევიჩიენე: გვაქვს ეჭვები, არაოფიციალურ ლიდერ ივანიშვილს სურს თუ არა ქვეყნის ევროპული გზა

06 ივნ 202220:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/06/p51v79u79ogu3k8.jpg

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, ჩნდება ეჭვები იმაზე, რომ საქართველოს არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს მართლა სურს თუ არა საქართველოს ევროპული გზა ჰქონდეს.

ფორმულასთან საუბრისას მან თქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მცირდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები გამოხატავენ ევროკავშირის წევრობის სურვილს, მათი ქმედება, რომლის მოწმეებიც გასული წლის განმავლობაში გავხდით, არ იყო ევროპული. ვხედავდით, რომ დემოკრატიის ხარისხიც მცირდება ყოველწლიურად. გვაქვს ეჭვები, რომ საქართველოს არაოფიციალურ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მართლა სურს თუ არა, საქართველოს ჰქონდეს ევროპული გზა, ეს გვაშფოთებს და ვშიშობთ, რომ საქართველო ამ ყველაფრის მიღმა დარჩება, ქართველი პოლიტიკური ლიდერების, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის გამო. ეს გვაშფოთებს იმიტომ, რომ ის უფრო და უფრო უბიძგებს საქართველოს რუსეთისკენ.

საიდუმლო არაა, რომ ოლიგარქიზაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა. ეს ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის პრობლემაა. ეს ტერმინოლოგია არ მიყვარს, თუმცა ამ ქვეყნებს დემოკრატიის დიდი გამოცდილება არ აქვთ, ასე რომ პოლიტიკური ძალაუფლება და მედია, განსაკუთრებით კი ის მედია, რომელიც ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და ბიზნესი ერთი ადამიანის ხელშია და სივრცე აღარ რჩება სიტყვის თავისუფლებისთვის. ჭარბობს სიძულვილის ენა. ჩვენ გავხდით ბევრი ასეთი მოვლენის მოწმე და ეს ჩვენს წერილშიც ჩავწერეთ. არ ვიცი, შეძლებს თუ არა საქართველოს ბევრი მეგობარი ევროპარლამენტში, თქვას, რომ დღეს საქართველო მზადაა, მიიწვიონ ევროკავშირში, რადგან ხალხი იმედგაცრუებულია"- ამბობს იუკნევიჩიენე. 

ევროპარლამენტარების, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილი წაიკითხეთ აქ.


close დახურვა