logo
ENG



7-11 ივნისს გორის გვირაბებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება - გზების დეპარტამენტი

06 ივნ 202221:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/06/wce48wrvw8l4nzz.jpg
ფოტო: გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, 7 ივნისის 00:00 საათიდან 9 ივნისის 00:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

მათივე ცნობით, 9 ივნისის 00:00 საათიდან 11 ივნისის 00:00 საათამდე შეიზღუდება მოძრაობა გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზეც.

"საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე", - წერია განცხადებაში.


close დახურვა