logo
ENG



ბორის ჯონსონი თანამდებობაზე რჩება - კენჭისყრა დასრულდა

07 ივნ 202200:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/07/kxbqasolbk0xese.jpg

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობაზე რჩება. კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობამ მას უნდობლობა არ გამოუცხადა.

ბორის ჯონსონის წინააღმდეგ ხმა 148 დეპუტატმა მისცა, 211-მა კი მხარი დაუჭირა.

უნდობლობის გამოცხადების საფუძვლად კოვიდ რეგულაციების დარღვევით ჩატარებული წვეულებას მიიჩნევდნენ, რომელიც მკაცრი ლოკდაუნის დროს გაიმართა დაუნინგ სტრიტის ბაღში.

კენჭისყრის ჩატარება 54-მა კონსერვატორმა დეპუტატმა მოითხოვა.

წვეულება მაშინ ჩატარდა, როდესაც ქვეყანაში პანდემიის გამო რეგულაციები დაწესებული და ხალხმრავალი შეკრებები აკრძალული იყო.

თანამდებობის დატოვებისთვის სულ მცირე 180 კონსერვატორის ხმა იყო საჭირო.

კენჭისყრა ბრიტანეთის დროით 20:00 საათზე დასრულდა.


close დახურვა