logo
ENG



მოხარული ვარ, რომ ჩვენ არ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე - ზელენსკი ჯონსონზე

07 ივნ 202218:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/07/dhpph5zo2qmd52l.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "ძალიან ბედნიერია", რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობაზე რჩება.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენ არ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე, ეს შესანიშნავი ამბავია", - ამბობს ზელენსკი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა და თავდაცვის მხარდასაჭერად, იარაღი გაუგზავნა.

გუშინ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობამ უნდობლობა არ გამოუცხადა.

უნდობლობის გამოცხადების საფუძვლად კოვიდ რეგულაციების დარღვევით ჩატარებულ წვეულებას მიიჩნევდნენ, რომელიც მკაცრი ლოკდაუნის დროს გაიმართა დაუნინგ სტრიტის ბაღში.

ბორის ჯონსონის წინააღმდეგ ხმა 148-მა დეპუტატმა მისცა, 211-მა კი მხარი დაუჭირა. თანამდებობის დატოვებისთვის, სულ მცირე, 180 კონსერვატორის ხმა იყო საჭირო.


close დახურვა