logo
ENG



ძალადობრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ფალავანდიშვილი, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

07 ივნ 202219:29
3 წუთის საკითხავი
clock 1042
2022/06/07/4c4wrh023lgwc4q.png

თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან პუტინისტური, ძალადობრივი ჯგუფების მიერ 6 ივნისს გამართულ აქციაზე დაკავებული შვიდივე ადამიანი, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს.

ცნობილია, რომ ისინი პოლიციაში მხოლოდ რამდენიმე საათით, გამოკითხვაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ხელწერილებით გაათავისუფლეს.

ძალადობრივმა ჯგუფებმა გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქცია გამართეს.

ანტიდასავლური ჯგუფები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას ითხოვდნენ და ადგილზე შესაბამისი შინაარსის ბანერიც ჰქონდათ მიტანილი.

ადგილზე სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშის დაწვა დააპირეს.


close დახურვა