logo
ENG



ბერძენიშვილზე თავდამსხმელს ბრალდება პოლიტიკური მოტივით ძალადობრივ დევნაზე წარუდგინეს

07 ივნ 202221:10
3 წუთის საკითხავი
clock 997
2022/06/07/5s4ap8h35aa2x6c.jpg

პროკურატურამ დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. 

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი ედება დავით ბერძენიშვილის მიმართ პოლიტიკური მოტივით ძალადობრივ დევნაში.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარუდგინეს.

 6 ივნისს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ.

თავდასხმის შემდეგ ბეძენიშვილმა მომხდარის დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ დააპირა მშვიდად საუბარი თავდამსხმელთან, თუმცა ეს მათი ინტერესი არ იყო.

ბერძენიშვილი და სამნიძე პოლიციამ დაზარალებულად გუშინ ცნო.


close დახურვა