logo
ENG



ზურაბიშვილი: ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს

08 ივნ 202215:36
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მომავალი არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ და როდის დანიშნავს ელჩს. ზურაბიშვილი, რომელიც ამჟამად იტალიაში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება, ამბობს, რომ აუცილებლად გააკეთებს კომენტარს, როდესაც თბილისში დაბრუნდება.

"დღეს იტალიაში, ევროპის ისტორიულ ცენტრში, სადაც გადაწყდა ევროპის იდეა და ევროკავშირის შექმნა, საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. შეიძლება მომავალ კვირას, შეიძლება ხვალვე, არ ვიცი ზუსტად როდის, წყდება ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს რომელ ელჩს, რა ადგილას და როდის. ამ ყველაფერზე უთუოდ გავაკეთებ კომენტარებს, მაგრამ ამის დრო მოვა, როცა ვიქნები თბილისში და არა მაშინ, როცა ვიმყოფები ევროპის გულში, ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში. ეს გზა თუ გვინდა, ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობდეთ", - თქვა მან პირველ არხთან.

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

მთავრობა ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობამ პრეზიდენტს რამდენიმე ელჩი წარუდგინა დასანიშნად, თუმცა ამ უკანასკნელმა ეს არ ქნა. 

საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას.


close დახურვა