logo
ENG



ბერძენიშვილსა და სამნიძეზე თავდამსხმელს პატიმრობა შეუფარდეს

08 ივნ 202217:30
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური პარტიის წევრებზე, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელ ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეუფარდეს. მომდევნო პროცესი 28 ივლისს გაიმართება. 

ირაკლი სომასურიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბერძენიშვილი, ოპოზიცია და ჟურნალისტები "ქვეყნის მტრები" არიან. მან აღიარა, რომ ლევან ბერძენიშვილი ქუჩაში რომ შეხვედროდა, "პანღურს უთავაზებდა".  

6 ივნისს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. პოლიტიკოსებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. 

დაკავებულს დავით ბერძენიშვილის მიმართ პოლიტიკური მოტივით ძალადობრივ დევნაში ედება ბრალი. 

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარუდგინეს. 


close დახურვა