საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის ეჩლად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა. მოქმედ ელჩს კარლ ჰარცელს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
ჰერჩინსკი ელჩად საქართველოს მთავრობის შესაბამისი თანხმობის შემდეგ დაინიშნება.
ჰერჩინსკი ამჟამად ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია.