logo
ENG



ბათუმში, საქართველოს ბანკის ფილიალში კაცი შეიჭრა და იარაღიდან ისროლა - თავდამსხმელი გაიქცა

10 ივნ 202213:55
3 წუთის საკითხავი
clock 716

ბათუმში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და იარაღიდან ისროლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა მძევლების აყვანა სცადა. ის ითხოვდა სალაროს გახსნას.

ბანკის თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც ის გაიქცა. მას პოლიცია აედევნა.  

თანამშრომლები ამობენ, რომ თავდამსხმელი 25 წლამდე ახალგაზრდა კაცია. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ამ წუთებში, ბანკის ფილიალში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე რჩებიან თანამშრომლებიც. 

დამატებით დეტალებს ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.


close დახურვა