
ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს, რომ პარტია ლელო უერთდება როგორც პრეზიდენტის მიერ 16 ივნისს დაანონსებულ აქციას, ასევე სირცხვილიას 20 ივნისის მსვლელობას.
"დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმ
ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად.
ლელო იქნება 16 აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე
საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!!", - წერს ხაზარაძე Facebook-ზე.
20 ივნისს, ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლიდან 3 წლის თავზე, მოძრაობა სირცხვილიამ აქცია "შინ, ევროპისკენ" დააანონსა. სალომე ზურაბიშვილმა თავისი აქცია 4 დღით ადრე, 16 ივნისს დანიშნა.