logo
ENG



ზურაბიშვილს პატრიარქთან შეხვედრა უნდოდა, საპატრიარქომ უარი უთხრა

15 ივნ 202217:01
3 წუთის საკითხავი
clock 1300

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა "ვერ მოხერხდა".

ამის შესახებ მან კომენტარი სამთავრობო მედიებს მისცა:

"პატრიარქთან ნებისმიერ დროს შეხვედრა ვერ მოხერხდა. თხოვნა იყო დღეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. უშუალოდ ამ პროცესში არ ვიყავი მე თვითონ ჩართული. მიზეზი არ ვიცი", - თქვა მან იმედთან.

ფორმულა დამატებითი დეტალების გასარკვევად ჯაღმაიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა.


close დახურვა