logo
ENG



რუსეთში დევნილ ბლოგერ ინსა ლანდერს საქართველოში არ უშვებენ

16 ივნ 202212:49
3 წუთის საკითხავი
 

რუს ბლოგერ ინსა ლანდერს საქართველოში არ უშვებენ. როგორც ფონდის "თავისუფალი რუსეთის" ხელმძღვანელი და ჟურნალისტი იგორ კუროპტევი აცხადებს, ბლოგერს მეხუთე დღეა საქართველოს საზღვარზე სკამზე სძინავს და მას არც საჭმელი და არც წყალი არ აქვს.

როგორც ირკვევა, რუსეთში ბლოგერს ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული საქმიანობის მუხლით, თუმცა ბრალდება ეფუძნება მის მიმოწერას სოციალურ ქსელში. ინსა ლანდერი ძირითადად კორუფციულ სქემებს აშუქებდა ქალაქ ნალჩიკში.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ მის დევნას პოლიტიკური საფუძვლები აქვს.

"ის 5 დღეა საქართველოს საზღვარზეა. არ აქვს არც წყალი და არც საჭმელი, სკამზე სძინავს იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვა. ეს ადამიანი ბლოგერია რუსეთიდან და შინაპატიმრობიდან გაიქცა. საბედნიეროდ, მოახერხა და კვირას რუსეთის საზღვარი გადმოლახა. ახლა კი საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არ უშვებს. გუშინ ომბუდსმენის ოფისმა სცადა მასთან შეხვედრა, მაგრამ პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. ეს კატასტროფაა"- ამბობს კუროპტევი.


close დახურვა