logo
ENG



თბილისში ერთ-ერთ ბართან მომხდარი დაჭრის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს - შსს

18 ივნ 202219:45
3 წუთის საკითხავი
clock 1385
2022/06/18/4donh6b10qpxf50.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ე.წ. ახალ აღმაშენებელზე ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაჭრის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულია 2 წარსულში ნასამართლევი ადამიანი - კერძოდ 1995 წელს დაბადებული ე.. და 1995 წელს დაბადებული .. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1995 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ..-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაუსწრებლად წარუდგინეს.

შსს-ში ამბობენ, რომ 11 ივნისს ერთ-ერთ ბარში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა, რა დროსაც მ..-მ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული .. ცივი იარაღით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

"დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ჩხუბში მონაწილე კიდევ სამმა პირმა - 1998 წელს დაბადებულმა მ..-მ, 1995 წელს დაბადებულმა ა.მ.-მ და 1990 წელს დაბადებულმა ..-მ. მათ შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. ოთხივე დაშავებული მამაკაცი ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს". - წერია განცხადებაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ნივთმტკიცებად ამოიღეს ხმოვანი პისტოლეტი. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა