logo
ENG



წნორში 9 წლის ბავშვი სანიაღვრე არხში დამხრჩვალი იპოვეს

18 ივნ 202220:48
3 წუთის საკითხავი
clock 1685
წნორში 9 წლის ბავშვი სანიაღვრე არხში დამხრჩვალი იპოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში 9 წლის ბავშვი, სანიაღვრე არხში დამხრჩვალი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი არხში, სავარაუდოდ, ძლიერი წვიმის დროს ჩავარდა, როდესაც სახლიდან მაღაზიაში იყო წასული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევა 17 ივნისს მოხდა. 


close დახურვა