logo
ENG


უკრაინის აღმოსავლეთით მძიმე ბრძოლები გრძელდება

19 ივნ 202215:17
3 წუთის საკითხავი
clock 256
2022/06/19/nz9qo93gsbvj5y3.jpg

უკრაინის აღმოსავლეთით მძიმე ბრძოლები გრძელდება. 

ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, ღამით რუსულმა ჯარებმა ინტენსიურად დაბომბეს ლისიჩანსკი, სოფლები უსტინოვსკა და ბოროსოვსკა, ასევე აზოტის ქარხნის ტერიტორია, რომელიც სევეროდონეცკში მდებარეობს. 

ლისიჩანსკში დაიღუპა მინიმუმ 2 ადამიანი. 

ასევე, შაბათს მოხერხდა 32 ადამიანის ევაკუაცია. 

ლისიჩანსკში რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს, ხალხი ქუჩებსა და ბომბებისგან თავშესაფრებში იხოცება. 

ჰაიდაის თქმით, უკრაინულმა შენარეთებმა უკვე მოიგერიეს შტურმის მცდელობა ტოშკოვკასორეხოვოე-ზოლოტოეს და პერვომაისკი - ზოლოტეს მიმართულებით. რუსეთის არმიის თავდასხმა ორეხოვოე-გორნოეს მიმართულებით გრძელდება.

ლუჰანსკის გუბერნატორი ასევე ამბობს, რომ დონბასისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია, თუმცა, არ არის აუცილებელი, ეს რუსეთის სცენარით დასრულდეს. 

ჰაიდაის განცხადებით, რუსული ჯარების მთავარი ამოცანა სევეროდონეცკის აღება და ლისიჩანსკი-ბახმუტის საავტომობილო გზის გაჭრაა. გარდა ამისა, რუსეთი აგრძელებს ჯარების შეკრებას რუსეთის მიმართულებით. 


close დახურვა