logo
ENG



ტვ პირველის ოპერატორის ცემისთვის 2 ადამიანი დააკავეს

21 ივნ 202220:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/21/rjmp99nibjam937.jpeg

ტვ პირველის ოპერატორის ცემისთვის 2 ადამიანი დააკავეს. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის განცხადებით, მოწმეთა ჩვენებებისა და ამოღებული ვიდეო მტკიცებულებების გაშიფვრის საფუძველზე დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ სისხლის სამართლის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული დანაშაული - პროფესიული ნიშნით ადამიანის დევნა.

18 ივნისს ღამით, ბათუმში, ტვ პირველის ოპერატორს, თემურ ზოიძეს თავს დაესხნენ. მას თან შვილებიც ახლდნენ. 

ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორი ჩართვისთვის ემზადებოდა, როდესაც მას რამდენიმე მოქალაქე მიუახლოვდა და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა ცალსახად უკავშირდება მათ ჟურნალისტურ საქმიანობას.


close დახურვა