logo
ENG



არესტოვიჩის თქმით, ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკისთვის ბრძოლა კულმინაციაში შევიდა

23 ივნ 202214:18
3 წუთის საკითხავი
clock 592
2022/06/23/0ax5rawospsg2ct.jpg

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკისთვის ბრძოლა კულმინაციაში შევიდა.

"ეს ეტაპი სამხედრო თვალსაზრისით საშინლად გამოიყურება. ნებისმიერი მხარე, რომელიც ორი ბატალიონის არტილერიას გაგზავნის, ამ ბრძოლაში იმარჯვებს. ვნახოთ, ვინ გაგზავნის. ვის ჰყავს [ბატალიონები] - მხოლოდ ორივე მხარის სამხედრო მეთაურებმა იციან," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა