logo
ENG


ბრიტანეთმა რუსეთში სხვადასხვა პროდუქტისა და ტექნოლოგიის ექსპორტი აკრძალა

23 ივნ 202218:10
3 წუთის საკითხავი
clock 176
2022/06/23/s63ek78cesl1z0k.jpg

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა სპეციალური "განცხადება ექსპორტიორებისთვის".

ახალი ზომები მათ შორის მოიცავს რუსეთში საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას, თვითმფრინავის საწვავის ექსპორტის აკრძალვას და გირვანქა სტერლინგისა ან სხვა ევროკავშირში არსებული მნიშვნელოვანი ვალუტის ბანკნოტების ექსპორტზე შეზღუდვას.

ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, ახალი შეზღუდვები ასევე მოიცავს ტექნიკურ დახმარების და ფინანსური სერვისების, ფინანსების და საბროკერო სერვისებზე რკინისა და ფოლადის იმპორტებს ეხება.

ბრიტანეთიდან რუსეთში შემდეგი პროდუქტების ექსპორტი აიკრძალა:

  • პროდუქტები და ტექნოლოგია, რაც შიდა რეპრესიებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული;
  • პროდუქტები და ტექნოლოგიები, რომლებიც ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღის წარმოებას ეხება;
  • საზღვაო საქონელი და ტექნოლოგია;
  • ნავთობის გადამუშავებისთვის საჭირო საქონელი და ტექნოლოგია;
  • დამატებით კრიტიკული მნიშვნელობის საქონელი და ტექნოლოგია.

close დახურვა