უხვმა ნალექმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დატბორა. წაქცეულია 7 მრავალწლიანი ხე. სამეგრელო-ზემო სვანეთში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ეზოები და ყანები დატბორა. ღამით წყალი შევიდა სახლების პირველ სართულებზეც. მოსახლეობა ხელისუფლებას ადანაშაულებს სანიაღვრე არხები გაუმართაობაში, ზოგ მუნიციპალიტეტში კი სისტემა საერთოდ არ მუშაობს. ყველაზე რთული ვითარებაა სენაკში. ზარალი ამ დრომდე დაანგარიშებული არ არის, მაგრამ ადგილობრივებმა უკვე იციან, რომ სტიქიამ მძიმე დარტყმა მიაყენა