logo
ENG



TV პირველის ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ

24 ივნ 202213:50
3 წუთის საკითხავი
clock 1286
2022/06/24/mipp0disyul52se.jpg
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორს დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შემთხვევას ფორმულას ჟურნალისტი თიკო ერაძე შეესწრო.

როგორც თიკო ერაძე ჰყვება, ტვ პირველის გადამღები ჯგუფი ადგილზე სხვა რესპონდენტთან ჩასაწერად იყო მისული, ქუჩაში მდგომმა უცნობმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ოპერატორს ფიზიკურად შეეხნენ.

ერაძის თქმით, უცნობები ჟურნალისტს თავს მხოლოდ იმიტომ დაესხნენ, რომ ხელში tv პირველის მიკროფონი ეჭირა.


close დახურვა