logo
ENG



ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის გამკაცრების კანონს ხელი მოაწერა

26 ივნ 202200:29
3 წუთის საკითხავი
clock 771
ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის გამკაცრების კანონს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის კანონპროექტზე ხელი მოაწერა. აღსანიშნავია, რომ ეს კანონპროექტი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რადიკალურია და ის მასობრივი სროლების სერიამდე წარმოუდგენელი იყო.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ტეხასში მასობრივი სროლის შედეგად სკოლის 19 მოსწავლე და 2 მასწავლებელი ემსხვერპლა.

ბაიდენმა კანონპროექზე ხელის მოწერას "ისტორიული მიღწევა" უწოდა.

"დროს აქვს დიდი მნიშვნელობა. ადამიანების სიცოცხლე იქნება გადარჩენილი. მსხვერპლთა ოჯახებთან შეხვედრისას, მათი მთავარი გზავნილი იყო "რამე გააკეთეთ". დღეს ჩვენ ეს გავაკეთეთ. დღეს ჩვენ ვამბობთ - კმარა", - თქვა ბაიდენმა.

კანონპროექტის თანახმად, იარაღის ყველაზე ახალგაზრდა მყიდველთა ბიოგრაფიული ბაზის [მონაცემების] შემოწმება გამკაცრდება, ასევე აუკრძალავს ოჯახში ძალადობაში ბრალდებულებს წვდომას იარაღზე და დაეხმარება შტატებს აამოქმედონ კანონი წითელი დროშების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს სამართალდამცველებს ჩამოართვან იარაღი იმ ადამიანებს, რომლებიც სახიფათოდ არიან მიჩნეული.


close დახურვა