logo
ENG



Bloomberg: რუსეთმა დეფოლტი განიცადა

27 ივნ 202209:58
3 წუთის საკითხავი
 

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთმა საუკუნის განმავლობაში პირველად  თავისი უცხოური ვალუტის სუვერენული ვალის დეფოლტი განიცადა. ეს დასავლური სანქციების კულმინაციაა, რომლებმაც საზღვარგარეთის კრედიტორებისთვის გადახდის გზები დახურა.

კვირას დღის ბოლოს, დაახლოებით 100 მილიონი დოლარის საპროცენტო გადასახდელების საშეღავათო პერიოდი ამოიწურა, რუსეთმა ვერ შეძლო ვალის გადახდა, და ავტომატურად ეს დეფოლტად ჩაითვალა.

დეფოლტის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა, ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობას სრულად კარგავს და კაპიტალი, შემოდინების ნაცვლად, გადინებას იწყებს. ეს ქვეყნისთვის საერთაშორისო ბაზრებიდან ეკონომიკურად, ფინანსურად და პოლიტიკურად გარიყვას ნიშნავს. 

კრემლს დეფოლტის თავიდან აცილება სურდა, რაც ერის პრესტიჟისთვის დიდი დარტყმაა.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ვითარებას "ფარსი" უწოდა.

რუსეთმა ბოლოს 1918 წელს გამოაცხადა დეფოლტი, ბოლშევიკური რევოლუციის დროს, როდესაც ახალმა კომუნისტმა ლიდერმა, ვლადიმერ ლენინმა უარი თქვა რუსეთის იმპერიის ვალების გადახდაზე.

 

close დახურვა