
ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია, როცა უნდა, სწრაფად კანონების მიღება, როგორც ვნახეთ, დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის გაუქმება, ასევე, ახლახან ვნახეთ მოსმენების შესახებ კანონის დაჩქარებული წესით მიღება. მას ნამდვილად შეუძლია განახორციელოს ეს რეფორმები. ქართველ ხალხს აქვს სურვილი ამ რეფორმების, რათა მალე მიიღონ ევროკავშირის სტატუსი და არსებობს მზაობა ამისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის და აქვს სურვილი, დაეხმაროს ნებისმიერი კუთხით ამ პროცესში. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ შემდეგი ექვსი თვე იქნება მნიშვნელოვანი, რომ დაიწყოს ეს პროცესი და არ არის დასაკარგი დრო. მე ვფიქრობ, რომ ბევრი დაინტერესებული მხარეა, საზოგადოება, სამოქალაქო ორგანიზაციები, ოპოზიცია. ყველას სურს, რომ ნახოს დადებითი შეფასება საქართველოზე.