logo
ENG



რა ქონებას ფლობენ დეპუტატები, რომლებიც ვატო წერეთელს თავს დაესხნენ - შაბათის ფორმულა

02 ივლ 202220:09
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა - სცემეს ტვ პირველის დირექტორი. ვატო წერეთელს აგინებდა ირაკლი ზარქუა და ამბობენ, რომ ბექა ოდიშარია მათ აშველებდა.

შაბათის ფორმულამ ანრი ოხანაშვილის დეკლარაცია შეისწავლა - მას თბილისის პრესტიჟულ და ძვირადღირებულ უბანში ერთმანეთის გვერდით სახლები აქვს ჩადგმული, ოხანაშვილის ქონება ცხადია ამით არ სრულდება. დიდია ლევან მგალობლიშვილის ბიზნეს ინტერესებიც და ქონებაც, იმ დეპუტატის, რომელმაც ასევე დაარტყა ამერიკის საელჩოს ეზოში მედია მენეჯერს. მგალობლიშვილს აქვს ბარები ახვლედიანის ქუჩაზე, ბენზინ გასამართი სადგურები, ყავახანები თბილისში.


close დახურვა