logo
ENG



პოლიციამ კანცელარიასთან შეკრებილ აქტივისტებს ხმაურის შეწყვეტა და წასვლა მოსთხოვა

04 ივლ 202209:16
3 წუთის საკითხავი
clock 887

პოლიციამ კანცელარიასთან შეკრებილ აქტივისტებს ხმაურის შეწყვეტა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.  

საპროტესტო აქციაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს, ხმაურია - ჩართულია სირენები, ისმის სასტვენის და დასარტყამი ინსტრუმენტების ხმა. 

აქტივისტები ირაკლი ღარიბაშვილის და მინისტრების დახვედრას გეგმავენ - 11:00 საათზე ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა უნდა გაიმართოს. 

პოლიციის წარმომადგენლებმა აქტივისტებს უთხრეს, რომ თუ ხმაურს არ შეწყვეტენ და ტერიტორიას არ დატოვებენ, მათ დააკავებენ. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. მათ აქ გუშინ, 3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შემდეგ გადმოინაცვლეს. 


close დახურვა