logo
ENG



პოლიციამ დემონსტრანტებს დაატოვებინა კანცელარიის ის შესასვლელი, რომელსაც მინისტრები იყენებენ

04 ივლ 202210:31
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ აქციის მონაწილეებს დაატოვებინა მთავრობის ადმინისტრაციის ის შესასვლელი, საიდანაც შენობაში პრემიერი და მინისტრები შედიან. 

საბაბი დემონსტრანტების "ხმაურია" - საპროტესტო აქციაზე ჩართულია სირენები, ისმის სასტვენის და დასარტყამი ინსტრუმენტების ხმა. 

11:00 საათზე ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა უნდა გაიმართოს.

სირცხვილიას წევრის, მარიამ დოლიძის თქმით, პოლიციამ კანონი დაარღვია და მათ მშვიდობიანი პროტესტის უფლება შეუზღუდა. 

მანამდე პოლიციის წარმომადგენლებმა აქტივისტებს უთხრეს, რომ თუ ხმაურს არ შეწყვეტენ და ტერიტორიას არ დატოვებენ, მათ დააკავებენ. 

ჯერჯერობით ადგილზე არავინ დაუკავებიათ. 

დღევანდელი აქცია იმ პროევროპული გრძელვადიანი პროტესტის ნაწილია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო და რომლის მთავარი მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის შექმნაა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს შეასრულებს, რასაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა მოჰყვეს. 


close დახურვა