logo
ENG



სარჯველაძე სამხარაძეზე: არ მიქმნის დისკომფორტს, არჩეულ ხალხთან ერთად ვახორციელებდე მანდატს

04 ივლ 202212:01
3 წუთის საკითხავი
clock 1149

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ არ ეთანხმება დიმიტრი სამხარაძის გამოხატვის ფორმას, თუმცა, მისი თქმით, ეს ვერ გახდება მანდატის დატოვების საფუძველი.

დიმიტრი სამხარაძემ 3 ივლისის საღამოს პარტიის ოფისიდან პროევროპული და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს აგინა.

სარჯველაძემ თქვა: 

"არ მეუხერხულება. ნამდვილად არ მიქმნის დისკომფორტს ის, რომ პარლამენტში არჩეულ ადამიანებთან ერთად ვახორციელებდე მანდატს. რაც შეეხება გამოხატვის ფორმას, რომელიც უცენზუროა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ განზოგადება, რომ ეს ქართული ოცნების ყველა წარმომადგენლის რიტორიკისთვის არის დამახასიათებელი, მცდარი იქნება. ასევე, არასწორი იქნება ვინმეს დამუნათება იმის გამო, რომ ვინც ასეთ ფორმებს მიმართავს, მის გვერდით პარლამენტში ჯდომა უხერხულია". 


close დახურვა