logo
ENG



უკრაინის გენშტაბის თქმით, უკრაინულმა ჯარმა ლისიჩანსკზე კონტროლი დაკარგეს

04 ივლ 202216:09
3 წუთის საკითხავი
clock 930
2022/07/04/lu4sl1b58zo9f5e.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა ლისიჩანსკზე კონტროლი დაკარგეს.

"ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებული გახდნენ თავიანთი პოზიციები და ხაზები დაეტოვებინათ," - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსული ძალები ლუჰანსკის ოლქის შემდეგ დონეცკის რეგიონზე თავდასხმისთვის ემზადებიან. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ მტერი ჯარებს შეტევის განახლებისთვის აგროვებს.


close დახურვა