logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმების ჩვენება მოეწყობა

05 ივლ 202223:47
3 წუთის საკითხავი
clock 755
2022/07/05/n5al6c8rwf8vzz9.jpg

ოკუპირებულ ცხინვალში ზაფხულის განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმების ღია ცის ქვეშ ჩვენება მოეწყობა. ინფორმაცია სააგენტო „რეს“-ს ცხინვალის ადმინისტრაციის კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა დაუდასტურა.

გამოცემის ცნობით, იგორ ტასოევმა მედიასთან თქვა, რომ პროექტი 8 ივლისს 19:00 საათზე ცხინვალის თეატრალურ მოედანზე დაიწყება.

"კინოჩვენებები საცეკვაო საღამოების ნაცვლად გაიმართება. უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის გამო საღამოები დროებით გაუქმებულია. ჩვენებები თავდაპირელად პიონერთა პარკში ან ქალაქის ტბის ტერიტორიაზე იყო დაგეგმილი, თუმცა ყველაზე შესაფერისი ადგილი თეატრალური მოედანია, სადაც საღამოობით ბევრი ახალგაზრდა იკრიბება. ღონისძიება კვირაში ორჯერ გაიმართება - სამშაბათს და პარასკევს", - ამბობს ტასოევი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზაფხულის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის მოქალაქეები და სტუმრები შეძლებენ სიამოვნება მიიღონ ისეთი ფილმებით, რომლებიც უკვე მილიონობით ადამიანს შეუყვარდა. კერძოდ, საუბარია საბჭოთა პროპაგანდისტულ ფილმებზე, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილ კინოებზე.

ტასოევის თქმით, თეატრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე ეკრანი განთავსდება, მაყურებლისთვის 70 სკამი იქნება. ფილმების დაწყებამდე კი ბავშვებისთვის ასევე საბჭოთა მულტფილმების ჩვენება გაიმართება.


close დახურვა