logo
ENG



უკრაინის ცნობით, ზაპოროჟიეში ოკუპანტებმა 2 მლნ ტონამდე მარცვლეულის მოსავალი აიღეს

06 ივლ 202208:20
3 წუთის საკითხავი
clock 1078
2022/07/06/0ik0zau8qnff5qu.jpg
Kirill Kudryavtsev/AFP

ზაპოროჟიეს რეგიონში, რომელსაც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ, ოკუპანტებმა დაახლოებით 2 მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალი აიღეს. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ხელმძღვანელი ევგენი ბალიცკი ავრცელებს.

„რეგიონში მოსავლის აღების კამპანია  მიმდინარეობს“ - განაცხადა ბალიცკიმ საკუთარ ტელეგრამის არხზე და აღნიშნა, რომ წელს  რეგიონში მიღებული მოსავალი წინა წლისას, სავარაუდოდ, 1.5 მილიონი ტონით გადააჭარბებს.

ბალიცკის თქმით, ზაპოროჟოეში მიღებული გასული წლის მოსავლის 70%  რუსულმა ძალებმა უკვე გაყიდეს. მისი ცნობით, რუსულ ძალებს მარცვლეულის გაყიდვაში ყირიმის ე.წ ხელისუფლება ეხმარება. 

„მარცვლეულის მიწოდება ყირიმის ხელისუფლებასთან ახლო თანამშრომლობით ხდება, ვინც უზრუნველყოფს უწყვეტ გზას საბაჟოსა და გამშვებ პუნქტებში“ - განაცხადა ბალიცკიმ.

ბალიცკი აცხადებს, რომ მარცვლეულის მწარმოებლები თავად ირჩევენ სად გაყიდიან მარცვლეულს.

ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქ მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვის თქმით, მოსავლის მიყიდვა მხოლოდ ავტორიზებული პირებისთვის, ნახევარ ფასადაა დასაშვები.

„ავტორიზებული მწარმოებელი ნახევარ ტონა მარცვლეულს 50 დოლარზე ოდნავ მეტად აფასებდა. ეს ნახევარი ტონა მარცვლეულის ფასია. შემოდგომით ამ პირობებში არავინ დათესავს მინდვრებს“ - განაცხადა ფედოროვმა.

უკრაინა რუსეთს ბრალს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ოკუპანტების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარცვლეულის გასული წლის მარაგის მითვისებაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ელის, რომ მისი მარცვლეულის 60 მილიონ ტონაზე მეტი შემოდგომით ომის გამო მომხმარებლებამდე ვერ მიაღწევს.


close დახურვა