Reuters ასახელებს იმ სავარაუდო კანდიდატების სიას, ვინც ბორის ჯონსონის გადადგომის შემთხვევაში, შესაძლოა, პრემიერმინისტრის პოზიცია დაიკავოს.
მედიის ცნობით, პრემიერმინისტრ ჯონსონს დღეს, სავარაუდოდ, პარლამენტის მწვავე კითხვებზე პასუხი მოუწევს, იმ ფონზე, რომ ბრიტანეთის რამდენიმე მინისტრმა პოსტი დატოვა და განაცხადა, რომ ჯონსონი არაა თანამდებობისთვის შესაფერისი.
ჯონსონის ადმინისტრაციიდან ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები და მინისტრთა მოადგილეები გუშინ, 5 ივლისს გადადგნენ. მათი თქმით, უახლესი სკანდალების ფონზე ხელისუფლებაში დარჩენა აღარ შეეძლოთ.
ჯონსონის კონსერვატიული პარტიის დეპუტატების მზარდი რაოდენობა აცხადებს, რომ გადაგომის შესახებ გადაწყვეტილება ჯონსონის ხელშია. თუმცა თავად პრემიერი როგორც ჩანს, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მან განათლების უკვე ყოფილი მინისტრი, ნადიმ ზაჰავი, ფინანსთა მინისტრად დანიშნა.
აღსანიშნავია, რომ ჯონსონის პარტიის წევრების ნაწილი მის წინააღმდეგაა განწყობილი.
„ვეჭვობ, დაუნინგის ქუჩიდან მას ყვირილითა და რტყმებით გამოთრევა მოგვიწევს. მაგრამ თუ ამის გაკეთება მოგვიწევს ასეც მოვიქცევით“ - ანონიმურობის დაცვით განაცხადა ერთ-ერთმა კონსერვატორმა დეპუტატმა Reuters-თან ინტერვიუში.
რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიისას დაუნინგის ქუჩაზე გამართული საზოგადოებრივი შეკრებების შესახებ, რაც დიდ ბრიტანეთში იმ პერიოდში არსებულ ლოკდაუნის წესებს არღვევდა. ფაქტების გასაჯაროების შემდეგ, ბრიტანეთის ზოგიერთი პარლამენტარი, მათ შორის მისივე პარტიის წევრები, ჯონსონის გადადგომას ითხოვდნენ.
Reuters-ის ცნობით, ჯონსონის გადადგომის შემთხვევაში მისი პოზიციაზე რამდენიმე ადამიანი განიხილება, მათ შორის არიან:
ლიზ ტრასი - მოქმედი საგარეო საქმეთა მდივანი. ტრასმა ჯონსონის თანამდებობაზე ყოფნის პირველი 2 წელი საერთაშორისო ვაჭრობის მდივნის პოზიციაზე გაატარა. მიმდინარე პროცესების ფონზე კი ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ჯონსონს მისი 100%-იანი მხარდაჭერა აქვს და კოლეგებსაც მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ჯერემი ჰანტი - მოქმედი პარლამენტარი, ყოფილი საგარეო საქმეთა მდივანი. ჰანტი 2019 წელს კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში ჯონსონთან ბრძოლაში დამარცხდა და შედეგად ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ვერ გახდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელია. წლის დასაწყისში კი განაცხადა, რომ მისი „პრემიერმინისტრობის ამბიციები სრულად არ გამქრალა“. მანამდე კი ჰანტმა თქვა, რომ ის მხარს დაუჭერდა ჯონსონის გადადგომას ნდობის კენჭისყრაში, რომელიც გასულ თვეში გაიმართა და ჯონსონმა მცირე სხვაობით მოიგო.
ბენ უოლასი - ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი, ბოლო თვეებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრი კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის, რაც კონსერვატიული სახლის ცნობით, დიდწილად უკრაინის კრიზისში მის ქმედებების დამსახურებაა.
რიში სუნაკი - გასულ წლამდე ფინანსთა მინისტრი იყო. მის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად კორონავირუსის პანდემიისას ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავებისთვის. გეგმა მოიცავდა სამუშაო ადგილების შენარჩუნების პროგრამას, რამაც მასობრივი უმუშევრობა აიცილა თავიდან, რასაც შესაძლოა 410 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ზარალი მოეტანა ქვეყნისთვის. თუმცა მისი საგადასახადო და ხარჯების კუთხით ბრიტანეთს 1950-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი საგადასახადო ტვირთი გასულ წელს ჰქონდა. მან ხელისუფლება გუშინ დატოვა.
ნადიმ ზაჰავი - განათლების მდივანი. მის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბრიტანეთმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მიიღო კოვიდ-19-ის აცრები. ის ყოფილი ლტოლვილია ერაყიდან. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ „მისთვის პრემიერმინისტრობა პრივილეგია იქნებოდა“.
პენი მორდონტი - ყოფილი თავდაცვის მდივანი, რომელიც ჯონსონმა პოზიციიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მის მოწინააღმდეგეს, ჰერემი ჰანტს დაუჭირა მხარი 2019 წლის კონსერვატორული პარტიის ლიდერის არჩევნებში. ამჟამად ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებს. მან სამარცხვინო უწოდა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, ვინც ლოკდაუნის წესები დაარღვია.