ბოლო 24 საათში საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან მე-5 მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცნობით, ბოლო ბიძგები თბილისის დროით 17:54 საათზე დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდას შეადგენდა.
მანამდე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან მიწისძვრა დაფიქსირდა 09:10 საათზე, 09:48-ზე, 10:14-ზე და 10:24 საათზე.
რამდენჯერმე ბიძგები დაფიქსირდა სოფელ სამებასთანაც. ჯამში, დღეს საქართველოში 7 მიწისძვრა მოხდა.