ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს. საქმე ეხება 2021 წელს გავრცელებულ ე.წ. კრებსებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ. მომჩივანთა შორის არიან ფორმულას რეპორტიორები.
ფაილებში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს.
20-ზე მეტი პირის სახელით სარჩელი წარადგინა საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ. ამასთან, 10 ჟურნალისტის უკანონო მოსმენა-მიყურადების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა მედიამბოცმენმაც.
GDI-ი მიიჩნევს, რომ უკანონო ფარული-მოსმენა მიყურადებით დაირღვა მომჩივანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება. არ ტარდება ეფექტიანი გამოძიება, რაც არ ტოვებს შესაძლებლობას, მათი უფლებები ეროვნულ დონეზე ქმედითი სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვან.
მედიაომბუდსმენის განცხადებით, თბილისის პროკურატურამ ჟურნალისტებს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო გენერალური პროკურატურა ამ დრომდე უმოქმედოა.