40-ზე მეტმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და მხარდაჭერა გამოუცხადა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ.
განცხადების ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის არაა საქართველო. მიმართვას უერთდებიან: ალბანეთი, ანდროა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ისლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ევროპული კავშირი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, როდესაც უარს ამბობს, შეასრულოს სასამართლოს მარტის დადგენილება, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
"ვიმეორებთ, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი ქმედებების გამო. ამასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა გამოიწვევს მის საერთაშორისო პასუხისმგებლობა, ხოლო დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო რეპარაციას, სახელმწიფო პასუხისმგებლობის კანონის შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.