logo
ENG



ვინნიცაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, დაშავებულია 115 ადამიანი

14 ივლ 202216:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/14/0zri5ll39ilspgi.jpg

უკრაინის ქალაქ ვინნიცაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მე გაიზარდა, კიდევ 115 ადამიანი დაშავდა.

ნაციონალური პოლიციის უფროსის იგორ კლიმენკოს თქმით, დაშავებულებიდან 52 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ასევე 3 ბავშვია დაშავებულებს შორისაც. 46 ადამიანი დაკარგულად ითვლება. 

კლიმენკო ამბობს, რომ თავდასხმის დროს განდგურდა ერთ-ერთი დამედიცინო ცენტრის შენობა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ომის კანონების დარღვევისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა