logo
ENG



ცხოვრება ისევ გაძვირდა

15 ივლ 202220:23
3 წუთის საკითხავი
 

მოსახლეობა სულ უფრო ღარიბდება, ცხოვრება საქართველოში კიდევ გაძვირდა, - საქსტატმა საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, - ივნისში საარსებო მინიმუმი 255 ლარამდეა გაზრდილი. მატება წინა წელთან შედარებით თითქმის 20%-ია. ეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკის წარმოების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.  საარსებო მინიმუმის ზრდა ასევე რეკორდულმა ინფლაციამ განაპირობა, ყველაზე მეტად გაძვირებულია სურსათი, მოქალაქეებს საკვების ყიდვა სულ უფრო უჭირთ, - ხელისუფლება მიზეზად საგარეო ფაქტორებს ასახელებს, მაგრამ ამავე დროს ეკონომიკური ზრდით იწონებს თავს, - სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ სურათი გაცილებით მძიმეა, ვიდრე ამას სტატისტიკა აჩვენებს.


close დახურვა