ქუთაისის აეროპორტი 10 ოქტომბირდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო დაიხურება.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს, რის გამოც, ამ პერიოდში, ქუთაისის აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდება. დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია.
მათი თქმით, ის ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ.