logo
ENG



დეგნანი ყაველაშვილზე: ვერ დავადასტურებ ვიღაცის ჭორებს, იმიტომ, რომ არ ვიცი, რაზე ლაპარაკობს

19 ივლ 202220:58
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი ყაველაშვილზე: ვერ დავადასტურებ ვიღაცის ჭორებს, იმიტომ, რომ არ ვიცი, რაზე ლაპარაკობს

კელი დეგნანი ამბობს, რომ არ იცის, რაზე ლაპარაკობს მიხეილ ყაველაშვილი, როცა ის მისი და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შეხვედრას ახსენებს. 

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ "ჩნდება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ". მან ეჭვი გამოთქვა, "რამე ხომ არ მოსთხოვეს ივანიშვილს ამ შეხვედრებზე, ხომ არ ხდება შანტაჟი". 

"მე ვიყავი მესტიაში, ზუგდიდში, ვეწვიე ძალიან პოზიტიურ და შთამბეჭდავ ქართველებს მთელი დღის განმავლობაში და თვალყური არ მიდევნებია თბილისის მოვლენებისთვის. რაც ყველაზე სასიამოვნოა არის საქართველოს გარშემო მოგზაურობაში, არის ის, რომ ხედავ, სად არის ამ ქვეყნის მომავალი და ეს რეგიონებშია, სადაც ხალხი მომავალზეა ორიენტირებული და არა ამაზე. არ ვიცი, რაზეა საუბარი, არ მიმიდევნებია თვალ-ყური. მე ვერ დავადასტურებ ვიღაცის ჭორებს, იმიტომ, რომ არ ვიცი, რაზე ლაპარაკობს". - თქვა აშშ-ის ელჩმა. 

მიხეილ ყაველაშვილმა დიმიტრი ხუნდაძესთან და სოზარ სუბართან ერთად მმართველი პარტია 28 ივნისს "მეტი სიმართლის თქმის" საბაბით დატოვა. მას შემდეგ მათ არაერთხელ გაავრცელეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია მათ შორის იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება "ომში ჩართვასთან არის დაკავშირებული" და შეურაცხყოფა მიაყენეს აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს. 

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა დეგნანს წერილიც მისწერა და თქვა, რომ "კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".

პასუხად დეგნანმა განაცხადა, რომ წერილი "სავსე იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო". 

საქართველოში. 


close დახურვა