logo
ENG



შესაძლოა უკრაინაში ომის დანაშაულში ბრალდებული რუსი ტყვეები ICC-მა გაასამართლოს

20 ივლ 202222:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/20/2ywformv4rfs957.jpg

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულების განსახილველად ემზადება.

Bloomberg-ის ცნობით, სასამართლოს წინაშე შესაძლოა უკრაინაში ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსი ტყვეები გაგზავნონ. 

გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. 

შესაძლოა პირველი სასამართლო სხდომა 2022 წლის ზამთარშიც გაიმართოს. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ასობით ათასი მოქალაქე.

უკრაინამ ომის დაწყებისთანავე დაიწყო ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვება. უკვე ყოფილი გენპროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, ისინი რუსეთის ჩადენილი ომის დანაშაულების 14 000-ზე მეტი შემთხვევას იძიებენ. 

უკრაინამ თავადაც გაასამართლა და დამნაშავედ სცნო ომის დანაშაულში ბრალდებული 3 რუსი ჯარისკაცი. 


close დახურვა