logo
ENG



როგორი ამინდი იქნება 25 ივლისამდე - პროგნოზი

21 ივლ 202215:48
3 წუთის საკითხავი
 
როგორი ამინდი იქნება 25 ივლისამდე - პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

მათივე ცნობით, 21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, 21 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22 ივლისიდან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.


close დახურვა