logo
ENG



კობახიძე: განვმარტეთ ევროპარლამენტის დელეგაციასთან ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით

21 ივლ 202221:32
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: განვმარტეთ ევროპარლამენტის დელეგაციასთან ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საუბრის მთავარი თემა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის საკითხი იყო.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დიალოგი ამომწურავი იყო.

"ჩვენ განვმარტეთ დელეგაციის წინაშე ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის დეოლიგარქიზავიის ჩანაწერთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ეს ეს ჩანაწერები და დოკუმენტი ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის და ნუ, არ ვიცი, ეს იყო ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მათი პასუხების გარეთ გამოტანა არ არის ჩვენი პრეროგატივა, მე შემიძლია გითხრათ რა საკითხები დაისვა ჩვენი მხრიდან.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიციები იქნება მხედველობაში მიღებული სამომავლოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ საქართველოსი შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი თქვენც იცით რომ, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის ჩანაწერი გამოიყენება აქტიურად პოლარიზაციის გაღვივებისთვის. თუ არის ამის საპირისპირო მიზანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ რეზოლუციის და ამ ჩანაწერის განეიტრალება უშუალოდ ევროკავშირის მხრიდან და ამაზე დაისვა ჩვენი მხრიდან კითხვები და წამოიჭრა ეს საკითხი", - თქვა კობახიძემ.

საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია იმყოფება.დელეგაციაში არიან ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო. მას დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობს. დღეს ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზთანაც იყვნენ ჩასული.

 


close დახურვა