კულტურის მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გიორგაძე სხვა უწყებაში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო თეა წულუკიანმა ახალ მოადგილედ ირაკლი გივიაშვილი წარადგინა.
როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ირაკლი გივიაშვილი დიპლომატია.
ირაკლი გივიაშვილი კარიერის დიპლომატია. 2017-2022 წლებში, იგი გახლდათ ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. მისი უფლებამოსილების ვადა ელჩის პოზიციაზე მიმდინარე წლის ივლისში ამოიწურა.
მინისტრის მოადგილის პოზიციაზე, ირაკლი გივიაშვილი ზედამხედველობას გაუწევს შემდეგ სფეროებსა და პროექტებს: ადმინისტრაციის დეპარტამენტი; სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი ახალგაზრდობის ნაწილში; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ორმხრივი ურთიერთობების ნაწილში; სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, რომლის ხელმძღვანელობასაც ასევე შეითავსებს; კულტურის სამინისტროს ის მუზეუმები, რომლებსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს და საქართველოს რეგიონებში მდებარეობს; ყველა ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სამინისტროს სისტემაში სახელოვნებო განათლების მიმართულებით მოქმედებს; „ბლექ სი არენა ჯორჯია“-სა და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის საქმიანობა; ლევილის მამულის პროექტი.