logo
ENG



თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 ივლ 202218:27
3 წუთის საკითხავი
 
თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ინფორმაცია ფორმულას საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერიძემ მიაწოდა.

მისი თქმით, ცერცვაძის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე სირთულისაა, თუმცა, თავს მხნედ გრძნობს და მკურნალობას სახლში აგრძელებს. 

"ჩაიტარებს იმ მკურნალობას, რასაც პაციენტებს ურჩევს". - ამბობს ბერიძე. 

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსი 2020 წელს უკვე გადაიტანა. აქვს გაკეთებული ვაქცინის 3 დოზა. 


close დახურვა