logo
ENG



გლოვის დღესთან დაკავშირებით შსს-ის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

30 ივლ 202210:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/30/l4qcmorhsxdqpkt.jpg

მთავრობის განკარგულებით, 2022 წლის 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, 29 ივლისს ჩამოვარდა, შემდეგ კი აფეთქდა. შედეგად ევრტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულები არიან: 

ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია;

ეკიპაჟის წევრები - დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი;

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები: ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი;

მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია.


close დახურვა