logo
ENG



ლიეტუვის საელჩო: ვუერთდებით სრულიად საქართველოს, გლოვის ამ მძიმე დღეს

30 ივლ 202217:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/30/k9ssvxjzx1rkitr.jpg

ლიეტუვის საელჩო გუშინ გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. საელჩო ღრმა მწუხარებას გამოხატავს და შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება გუშინ, გუდაურში სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა და სასწრაფო დახმარების მუშაკების ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობების ღირსეულად შესრულებისას.

ვიზიარებთ მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების განუზომელ დანაკარგს და ვუერთდებით სრულიად საქართველოს, გლოვის ამ მძიმე დღეს" - წერია საელჩოს განცხადებაში. 

გუშინ, 29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. მათ დასახმარებლად სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. რაც შეეხებათ პარაპლანისტებს, ერთ გადარჩა, ხოლო მეორე - უცხოელი ტურისტი დაიღუპა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.


close დახურვა