logo
ENG



VKontakte-ში გაჩნდა და გაქრა მედვედევის პოსტი, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს

02 აგვ 202210:53
3 წუთის საკითხავი
clock 1562

რუსულ სოციალურ ქსელ VKontakte-ში 2 აგვისტოს გაჩნდა დმიტრი მედვედევის პოსტი იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს და ყაზახეთში რუსების გენოციდი მოეწყო. პოსტი რამდენიმე წუთში გაქრა, თუმცა მისი ე.წ. სქრინშოტები ჟურნალისტმა, ქსენია სობჩაკმა გაავრცელა.

პოსტში აღნიშნულია, რომ "ნაციონალისტებისგან კიევისა და მალოროსიის ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ რუსეთი ისევ ერთიანი იქნება".

"ჩვენ შემდეგ ლაშქრობაში ჩვენი სამშობლოს საზღვრების აღსადგენად, რომელიც, როგორც ცნობილია, არსად არ მთავრდება", - აღნიშნულია პოსტში.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა, არ არსებობდა და ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში შეიქმნა:

"ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთთან ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში".

რაც შეეხება ყაზახეთს, პოსტში წერია, რომ "ეს ხელოვნური სახელმწიფო" და "რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა", ხოლო მთავრობა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს ასახლებს, რაც შეიძლება "რუსების გენოციდად შეფასდეს".

ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ეს პოსტი უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილეს, უცნობია. სობჩაკი ვარაუდობს, რომ მედვედევის ანგარიში გატეხეს. თვითონ მედვედევი პოსტს არ გამოხმაურებია.

"ჩრდილოეთ ყაზახეთს ალბათ არ შეეხებოდა, ტოკაევთან პირადი შეხვედრების გათვალისწინებით. რიტორიკა მისთვისაც კი ძალიან ზედმეტია", - აღნიშნავს სობჩაკი.

მოგვიანებით, დმიტრი მედვედევის თანაშემწემ რია ნოვოსტის განუცხადა, რომ ანგარიში გატეხეს.


close დახურვა