ფორმულას ექსკლუზივი. ოლიგარქიული მმართველობა გავლენებს აფართოებს, შესაძლოა, ივანიშვილის ფავორიტმა მინისტრმა, კადრმა ქართუდან, გენერალური აუდიტორის პოსტი დაიკავოს. "გამორჩეულია მთელი გუნდიდან, ვინც კი არსებობს ქართულ ოცნებაში. შევარდნაძის მთავრობის დროს დაიჭირა ვალუტის კურსი."- ასე ახასიათებს ნოდარ ჯავახიშვილს ბიძინა ივანიშვილი. მიავლინა ჯერ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც კორუფციული გარიგებები უნდა გამოევლინა, მაგრამ საკადრო ცვლილებების გარდა, ამ ხმაურიან თემას სხვა შედეგი არ ჰქონია. ახლა ჯავახიშვილი აუდიტის სამსახურში მეორე კაცია, სურს თუ არა პირველობა?! აუდიტი ამ დრომდე რჩება უწყებად, რომელიც ხშირად ავლენს ხელისუფლების გადაცდომებს, მოქმედ ხელმძღვანელს კი უფლებამოსილების ვადა ეწურება.
რას უმიზნებს ნოდარ ჯავახიშვილი?
03 აგვ 202220:03
3 წუთის საკითხავი